logo
ENG



ქუთაისის მერია გამწვანებისთვის ყვავილების შეძენით ქალაქის ეკონომიკას ებრძვის - ლელო

19 მაი 202018:12
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის მერია გამწვანებისთვის ყვავილების შეძენით ქალაქის ეკონომიკას ებრძვის, -ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ წარმომადგენელმა ვანო კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძემ განმარტა, რომ ქუთაისის მერია თურქეთიდან 84000 ლარის ყვავილებს ყიდულობს მაშინ, როდესაც ადგილობრივ მეწარმეებს პროდუქცია უფუჭდებათ.

გამწვანებისთვის სულ ქუთაისის მერიას მილიონ ლარამდე  აქვს გამოყოფილი. „ლელოს“ წარმომადგენელი თვითმმართველობას ადგილობრივ მეწარმეებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

„ქუთაისის მერია ებრძოდა ებრძვის ქართულ ეკონომიკას. დღევანდელ პირობებში პანდემიის შემდეგ ეტაპზე გამწვანება და გალამაზება კარგია, ცალკე საკითხია რამდენად მიზანმიმართულად გამოიყენება ეს თანხა, მაგრამ მეორე ის არის, რომ ეს შესყიდვები ხორციელდება თურქეთიდან და ადგილობრივ მეწარმეებთან არავითარი კავშირი არ აქვს. თუ ჩვენ ხმა არ ამოვიღეთ და არ შევებრძოლეთ, ეს გაგრძელდება. პირველი შესყიდვა იყო 84 ათასი, დასახარჯი კიდევ 850 ათასი აქვთ“, - განაცხადა ვანო კაპანაძემ. 


close დახურვა