logo
ENG



ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში მუშა დაიღუპა

19 იან 202114:35
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა ამბიკონ სტილსში მუშა დაიღუპა. შემთხვევა 10 იანვარს მოხდა, ცნობილი კი დღეს გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა