logo
ENG



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მილანიდან კიდევ ერთი რეისი შესრულდა

28 თებ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მილანიდან კიდევ ერთი რეისი შესრულდა. როგორც მგზავრები ამბობენ, უსაფრთხოების მიზნით სამედიცინო შემოწმება გაიარეს და სპეციალური ბლანკები შეავსეს. მოქალაქეების განცხადებით საზღვრებზე ორივე მიმართულებით კონტროლი გამკაცრებულია.

მათივე ინფორმაციით, მილანში პანიკა არ არის, მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ მკაცრად დაიცვან ჰიგიენური ნორმები. მილანი-ქუთაისის რეისით 97 მგზავრი ჩამოფრინდა და არცერთ მათგანს ტემპერატურა არ დაფიქსირებია.


close დახურვა