logo
ENG



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა

28 იან 202013:46
3 წუთის საკითხავი
 
j1qxhha78v6r5mn.jpg

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა. ამის მიზეზი ქარი გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2020 წელს დასრულდება. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი საათში 300 მგზავრს ემსახურებოდა. ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.


close დახურვა