ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა დატოვა.
ლატარიას თქმით მისი გადაწყვეტილება მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება და მას თანამდებობის დატოვება რამდენიმე თვის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი, წლის ბოლომდე დარჩენა კი მმართველმა გუნდმა სთხოვა.
„ვტოვებ თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და გთხოვთ არ დაუკავშიროთ იმას რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ქალაქში, მე რამოდენიმე თვის უკან გავაჟღერე გუნდში წასვლა, მაგრამ მთხოვეს წლის ბოლომდე დავრჩენილიყავი თანამდებობაზე. თხოვნა შევასრულე. ღმერთმა იცის გულით და სულით ვემსახურე ჩემს ქალაქს და რაც შემეძლო გავაკეთე, არც ერთხელ არ მიღალატია გუნდისთვის და მითუმეტეს ქვეყნისთვის და ქუთაისისთვის. მაპატიონ ჩემმა ქუთაისელებმა თუ მეტი ვერ შევძელი. იყო ამის მიზეზები და არ დავიწყებ ამაზე საუბარს. უზომოდ მიყვარს ჩემი ქალაქი და ჩემი სამშობლო, ამიტომ სხვა ფორმით გავაგრძელებ ვემსახურო მას“, - წერს ნიკოლოზ ლატარია.