logo
ENG



ქუთაისის ცენტრში სროლა იყო

15 ივნ 202121:20
3 წუთის საკითხავი
 
ქუთაისის ცენტრში სროლა იყო

ქუთაისში, ქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე რამდენჯერმე გაისროლეს. თვითმხილველების განცხადებით, მათ ჯერ სიტყვიერი შელაპარაკების ხმა და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირების ხმაური გაიგეს, რასაც სროლა მოყვა. სავარაუდოდ, დაშავებულია ერთი ადამიანი. 

ადგილზე არიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები. გზაზე მდგარ ავტომანქანას ყვითელი ლენტი შემოავლეს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

შსს-ში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა ან შენახვა) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა