44 წლის პატიმარი, დემნა გაბელია ქუთაისის #2 სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, სავარაუდოდ, არასათანადო მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც ფორმულასთვის ხდება ცნობილი, რამდენიმე დღის წინ მას კონფლიქტი მოუვიდა ციხის ბადრაგთან, რის გამოც ის ე.წ. კარცერში გადაიყვანეს.
ასევე ცნობილია, რომ პატიმარი დიალეზის პროგრამაში იყო ჩართული და მას მუდმივი სამედიცინო კონტროლი და დახმარების გაწევა ესაჭიროებოდა.
ფორმულას ინფორმაციით, სწორედ ე.წ. კარცერში გადაყვანის შემდეგ მისთვის დაახლოებით 10 დღის განმავლობაში შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, რამაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და საბოლოოდ, გარდაცვალება გამოიწვია. ამ დროისთვის პატიმრის ცხედარი ზუგდიდში, საკუთარ სახლშია გადასვენებული.