logo
ENG



ქუთაისის „ტორპედოს“ ფიფაში უჩივიან

20 ოქტ 201919:24
3 წუთის საკითხავი
 
4gg6ec3ku8nfwj1.png

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი FIFA-ში უჩივის. ბრაზილიელი ლეგიონერის თქმით, ნახევარი წელია, ხელფასი არ აუღია. რიჩარდ ლუკას სარჩელის გამო, შესაძლოა, კლუბმა ლიცენზირების პროცესი ვერ გაიაროს.

პრობლემები 2017 წლის საქართველოს ჩემპიონ გუნდში რამდენიმე თვის წინ დაიწყო. დაძაბულობამ  კი პიკს რამდენიმე კვირის წინ მიაღწია, როდესაც ფეხბურთელებმა ბაზაზე ცხოვრებაზე უარი განაცხადეს. პროტესტის მიზეზი ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არარსებობა გახდა. ფეხბურთელებმა მაშინ მოედანზე გასვლაზე უარი განაცხადეს.

ქუთაისის „ტორპედოში“ ჯერ კიდევ რჩებიან ფეხბურთელები, რომლებიც ბოლო პერიოდში აქტიურად თამაშობდნენ ეროვნულ ლიგაში. სეზონის ბოლომდე ისინი წასვლას არ აპირებენ, თუმცა, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდება, კვლავ არ აპირებენ სათამაშოდ გასვლას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტორპედო ეროვნულ ლიგაში კიდევ უფრო ჩამოქვეითდება და, შესაძლოა, გასავარდნ ზონასაც მიუახლოვდეს.

მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში მაინც ითამაშა. 19 ოქტომბერს გუნდი „საბურთალოს“  დაუპირისპირდა და 0:2 წააგო. ქუთაისელები მოედანზე საბურთალოსთან სათამაშოდ აკადემიის ფეხბურთელებით გავიდნენ. კახა ჩხეტიანმა განაცხადში 13 წლის მეკარე შეიყვანა. გუნდი სიტუაციის გამოსწორებას მომდევნო კვირაში ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეხბურთელები მოედანზე ისევ არ გავლენ და კლუბის ღირსების დაცვა კვლავ აკადემიის მოთამაშეებს მოუწევთ.  


close დახურვა