ქუთაისში, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები, სავარაუდოდ, წყლით მოიწამლნენ. ადვოკატები, ფორმულას უყვებიან რომ საუბარია 15 პატიმარზე. მათ ენტეროვირუსის სიმპტომები აქვთ და ქუთაისიდან თბილისში, კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს.
ფორმულა ცდილობს, დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან მიიღოს.
"როგორც ექიმმა დაადასტურა აისახებოდა ენტეროვირუსის სიმპტომატიკა. ჩემი ინფორმაციით, არის 15 მსჯავრდებული, თუმცა ეს არაა დადასტურებული. არ გამოვრიცხავ, რომ არის მეტიც", - ამბობს ფორმულასთან ადვოკატი სოფო ბონდარენკო.