logo
ENG



ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარ სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ორი დაიჭრა

30 ნოე 202521:19
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/30/q8x6lq4r0jpz0g5.png

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარ სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ორი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, უცნობი პირი ერთ-ერთი კორპუსის ეზოში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც 1970 წელს დაბადებული შ.ყ. მიღებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა. კიდევ ორი დაშავებული – ი.რ. (1979) და ი.გ. (1983) – მკურნალობას აგრძელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით (19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი) დაიწყო, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა