ქუთაისის საკრებულოს წევრს გახარიას პარტიიდან, ელისო არჩაიას, ავტომობილი დაუზიანეს.
როგორც ელისო არჩაია ამბობს, მან საფიჩხიის სასაფლაოზე მანქანა რამდენიმე წუთით დატოვა და ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ, მას ავტომობილის ფანჯრის მინები ჩამსხვრეული დახვდა.
გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მაფიოზური ტიპის ანგარიშსწორება დაიწყო.
ელისო არჩია გახარიას პარტიაში გადასვლამდე, ქართული ოცნების დეპუტატი იყო, ის ავტომობილის დაზიანებას გახარიას პარტიაში გადასვლის გამო ანგარიშსწორებას უკავშირებს.
"ეს ქურდობა არ იყო, იმიტომ რომ არც ჩანთა წაუღიათ, არც ტელეფონი, ქართული ოცნება რომ დავტოვე და გადავედი გახარიას პარტიაში ეს არის..." - ამბობს ელისო არჩაია
მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით არის დაწყებული.
თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, გიორგი გახარიას პარტიამ ქუთაისის საკრებულოში 2 მანდატი მიიღო.