ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
შუახნის მამაკაცის ცხედარი წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითმხილველებმა შენიშნეს, რის შემდეგაც პოლიციას შეატყობინეს.
გარდაცვლილი იდენტიფიცირებული არ არის. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.