"ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის წინ საღამოს გამოჩნდნენ. მათ ოპოზიციის ოფისს წარმომადგენლებს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს.
ვითარება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის წინ განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელები მივიდნენ.
აქცია თითქმის ხუთი საათის განმავლობაში ხმაურით მიმდინარეობდა და რამდენჯერმე ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.
ამ შემთხვევაში სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. აქციის მონაწილეებს შორის განსაკუთრებით აქტიურობდნენ ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი და თვითმმართველობის თანამშრომლები.
"ოცნების" აქტივისტების აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ ოპოზიციის წევრებმა "ქართული ოცნების" ოფისს ბოქლომი დაადეს.