logo
ENG



ქუთაისში ახალი წლის ღამეს უმისამართოდ ნასროლმა ტყვიამ 84 წლის ქალი იმსხვერპლა

09 იან 202112:00
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში ახალი წლის ღამეს უმისამართოდ ნასროლმა ტყვიამ 84 წლის ქალი, დალი ქაშმაძე იმსხვერპლა. 

ქალი აივანზე იდგა და ახალი წელს ხვდებოდა, რა დროსაც ტყვია თავში მოხვდა.

ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და 1 კვირა მკურნალობდნენ, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩება ვერ შეძლეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე, ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით განძრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამ დრომდე დაკავებული არავინაა. 


close დახურვა