logo
ENG



ქუთაისში გუშინ დაჭრილი 31 წლის სამხედრო, დიმიტრი ბუცხრიკიძე რეანიმაციაში რჩება

05 ივნ 202111:25
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში გუშინ დაჭრილი 31 წლის სამხედრო, დიმიტრი ბუცხრიკიძე ისევ რეანიმაციაში რჩება.

მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი, დათო ჯანაშია ამბობს, რომ მკურნალობის პროცესში დადებითი დინამიკაა, თუმცა, იმისათვის, რომ ჯარისკაცმა სიარული შეძლოს,  სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე ოპერაციის გაკეთება იქნება აუცილებელი. 

". ჰქონდა ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა წვივის ქვედა მესამედში. ძვლების, კუნთების და სისხლძარღვების ვრცელი დეფექტით. პაციენტის მკურნალობის მიმდინარეობაში შეინიშნება დადებითი დინამიკა. პაციენტი მოხსნილია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციიდან და არის სპონტანურ სუნთქვაზე, იმყოფება ინტენსიური თერაპიის და მეთვალყურეობის ქვეშ. ჯერჯერობით ფეხის ამპუტაციის საკითხი არ დგას, ფეხის მიდამოში სისხლის მიმოქცევა ნორმალურია".- თქვა ჯანაშიამ. 

დიმიტრი ბუცხრიკიძე მესამე ქვეითი ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

დაჭრილის ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს.

"თვითონაც არაფერი იცის. არასდროს მიუღია მონაწილეობა ჩხუბში. არის მოწესრიგებული პიროვნება, ყველა მისი უფროსი და სამსახურის წარმომადგენელი ამაზე ლაპარაკობს. არ ვიცი, რა მოხდა. არ ვიცი, ვინ ესროლა. ჯარისკაცს არ უსვრია. ჩემი მოთხოვნაა, გამოიძიონ, რა მოხდა, რისთვის მიკლავდნენ შვილს. რა უნდოდა, რას ერჩოდა". - ამბობს დიმიტრი ბუცხრიკიძის დედა, მადონა ქათამაძე. 


close დახურვა