ქუთაისში თეთრი ხიდი ისევ დაზიანებულია. მინის ფრაგმენტი გაბზარულია და შემოღობილი, რადგანაც საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის.
ქუთაისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის განცხადებით, თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2018 წელს 500 ათას ლარამდე დაიხარჯა. გიგა შუშანია ხიდის ხელახალ რეაბილიტაციასა და იმ ადამიანების დასჯას მოითხოვს, რომლებიც უხარისხო სამუშაოები ჩაატარეს.
პრობლემური იყო თვითონ რეაბილიტაციის პერიოდიც. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები დროულად ვერ შეასრულა, რის გამოც ქუთაისის მერიამ მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და 190 ათას ლარამდე დაუქვეითა.
ხიდის რეაბილიტაციის დასრულებიდან ერთი წლის თავზე კი ხიდზე პანორამული მინა დაიბზარა.