logo
ENG



ქუთაისში ლელოს პარტიული ოფისი გაიხსნა

25 იან 202017:20
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში „ლელოს“ პარტიული ოფისი გაიხსნა. ქუთაისი ლოჯისტიკური და ფინანსური ცენტრი უნდა გახდეს - ასეთია ლელოს ქუთაისის განვითარების ხედვა. მოძრაობის ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქალაქს ყველაზე მეტად სამუშაო ადგილები სჭირდება და მათ იციან ეს როგორ უნდა გააკეთონ. 

„დაახლოებით 17-მდე მიმართულება გამოვაცხადეთ, როგორც ჩვენი პარტიის ხედვა და მათ შორის ერთ-ერთია იმერეთის განვითარება. ქუთაისი უნდა გავხადოთ მთელი რეგიონის ფინანსურ და ლოჯისტიკურ ცენტრად“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

„ლელო“ უახლოეს თვეებში ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენას გეგმავს. 


close დახურვა