ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ინტელიექსპრესი გაქურდეს. შემთხვევა 19 სექტემბერს მოხდა. ფორმულას ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა უთხრეს, რომ მძარცველებმა ნახევარ მილიონამდე ლარი მოიპარეს. უცნობმა პირებმა ღამით, სარდაფიდან ბანკის შენობის იატაკი გამოჭრეს და თანხა ისე გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ჯერ არავინ დაუკავებიათ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.