logo
ENG



ქუთაისში მოკლული ქალის დედა ვარაუდობს, რომ ბრალდებულებს ცხედრის დანაწევრება უნდოდათ

25 ივლ 202020:27
3 წუთის საკითხავი
 

19 ივლისს, 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილი, საკუთარ სახლში ცივი იარაღით მოკლა ქალმა, რომელიც დაკავებულია. გარდაცვლილს 24 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული. ის საკუთარ სახლში სისხლისგან დაცლილი, თავდასხმიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ნახეს.

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე, ქალის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა, მეზობლებს ესმოდათ, თუმცა პოლიციაში არავის დაურეკავს.

112-ში შეტყობინება ერთი საათის შემდეგ შევიდა, მაშინ როდესაც ეზოში მივიდა ერთ-ერთი მეზობელი.

ფორმულასთან“ საუბრისას, მოკლული ქალის დედა ამბობს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ქალს 17 ჭრილობა აქვს, თუმცა მან უფრო მეტი დაითვალა.

მოკლულის მშობელი „ფორმულასთან“ ასევე ამბობს, რომ მისი შვილის ხმა გაიგო ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის ბრალდებული ქალის ქმარმაც, მაგრამ პოლიციას არავინ შეატყობინა.

დედა ეჭვობს, რომ განზრახული ჰქონდათ ცხედრის დანაწევრება და კვალის დაფარვის მიზნით ბინიდან გატანა.


close დახურვა