logo
ENG



ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის დაკონსერვების სამუშაოები დაიწყო

29 ნოე 201919:43
3 წუთის საკითხავი
 
erae310mnoptqdv.jpg

დაბოქლომების აქციის პარალელურად, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის დაკონსერვების სამუშაოები დაიწყო.

დღეს საკანონმდებლო ორგანოს ყოფილ შენობაში ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობდნენ და იქ არსებულ ინვენტარს აღწერდნენ.

აღწერის დასრულების შემდეგ მონაცემებს ეკონომიკის სამინისტროს გადასცემენ, ამის შემდეგ კი უწყება შენობას დაკონსერვებულად გამოაცხადებს.


close დახურვა