ქუთაისის მე-9 სკოლის შენობიდან სამი მოსწავლე ფანჯრიდან გადმოხტა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. სამი მეათეკლასელი მეორე სართულის ფანჯრიდან იმის გამო გადმოხტა, რომ ისინი მასწავლებელმა გაკვეთილიდან არ გაათავისუფლა.
topnews.com.ge ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურში განმარტავენ, რომ ერთ-ერთი მოზარდი ქვედა კიდურების ტრამვით ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.