ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მობინადრეები დახმარებას ითხოვენ.
რამდენიმე კვირის წინ ძლიერი ქარის გამო დაზიანებულ სახურავში დღეს წვიმა ჩავიდა და ბინები დატბორა. დაზარალებულებს ელექტროენერგიის გათიშვა და ღამის დერეფნებში გატარება უწევთ.
ქუთაისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის დეპუტატების განცხადებით, ამ შენობის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა ბინებში ისე წვიმს, როგორც გარეთ.
სოციალური საცხოვრისის მობინადრეებიი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.