logo
ENG



ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატები დააზიანეს, საქართველოს ბანკის მინები ჩამსხვრეულია

19 მაი 202123:38
3 წუთის საკითხავი
 
ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატები დააზიანეს, საქართველოს ბანკის მინები ჩამსხვრეულია

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატები დააზიანეს, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალის მინები კი ჩაამსხვრიეს.

არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია 15-მდე აპარატი.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე განთავსებული რამდენიმე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ამავე ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალის გაქურდვას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.

სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი", - ნათქვამია განცხაედბაში.


close დახურვა