ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება, ფასი 40 თეთრის ნაცვლად 80 გახდება.
გაძვირებასთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ, გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს, რომელიც დიდი ალბათობით, წინადადებას მხარს უახლოეს დღეებში დაუჭერს.
ქუთაისში მცხოვრებლები ტრანსპორტის გაძვირებით უკმაყოფილოები არიან და ამბობენ, რომ ეს მათ ყოველდღიურ ხარჯებს მნიშვნელოვნად გააძვირებს.