logo
ENG



ქუთაისში ქართული ოცნების მხარდამჭერებმა იერიში ნაციონალური მოძრაობის ოფისზე მიიტანეს

01 დეკ 201920:08
3 წუთის საკითხავი
 
ppgac392qe735o4.jpg

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე მიიტანეს იერიში ქუთაისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა, რომელთა შორისაც საჯარო მოხელეები და მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლებიც იყვნენ, .

შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, აქციის მონაწილეებმა საღებავით დააზიანეს, პოლიციას კი აგრესიული მომიტინგეებისთვის არც ხელი შეუშლია  და არც არავინ დაუკავებია.

ოფისში მისვლამდე ოცნების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა, სახეზე აფარებული პლაკატებით, მსვლელობა გამართეს. ისინი საკუთარი ვინაობის დამალვას ცდილობდნენ.

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, აქციებში მონაწილეობას, ძირითადად, ქუთაისის მერიის, საკრებულოს აპარატის, სიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლები მონაწილეობენ. „ფორმულანიუსის“ ინფორმაციით, მათ ორგანიზებას იმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი ხელმძღვანელობს.

არსებული ინფორმაციით, აქციაში, რომლის ორგანიზატორებიც აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდნენ, სავარაუდოდ, მონაწილეობა აიძულეს სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლებს.

ქუთაისის მსგავსად აქცია გაიმართა ვერის ბაღშიც. თბილისში ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" გაუქმებას მოითხოვენ.

 

 


close დახურვა