logo
ENG



ქუთაისში ძალადობრივად დაკავებულ იმედა კლდიაშვილს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

02 ნოე 202120:21
3 წუთის საკითხავი
 
ქუთაისში ძალადობრივად დაკავებულ იმედა კლდიაშვილს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სუს-თან ძალადობრივად დაკავებულ გირჩი - მეტი თავისუფლების წევრს, იმედა კლდიაშვილს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

"დაკავებისას ძალა გამოიყენეს, რადგან, როგორც ამბობენ, ძალის გარეშე იმედას გაჩერება ვერ შევძელითო. ამის შემდეგ აღარ ყოფილა არანაირი წინააღმდეგობა. აქცია, რომელიც მქონდა დაგეგმილი, უკვე ჩაშლილი იყო. აზრი აღარ ჰქონდა რაიმე წინააღმდეგობას. მანამდე, რა თქმა უნდა, გავუწიე წინააღმდეგობა, რადგან არ მინდოდა, ჩემი აქცია ჩაშლილიყო", - თქვა მან პროცესიდან გამოსვლის შემდეგ. 

იმედა კლდიაშვილი ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი იყო გაერთიანებული ოპოზიციიდან. იგი ქუთაისში, სუს-ის შენობასთან ძალის გამოყენებით დააკავეს. პოლიციელებმა ის მანქანიდან გადაათრიეს.

იმედა კლდიაშვილი სუს-ის მხრიდან იმ ადამიანზე ზეწოლას აპროტესტებდა, ვისაც ქუთაისში, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჰქონდა ინფორმაცია.

კერძოდ, ქუთაისის 90-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ თქვა, რომ გაყალბების სქემებზე ლაპარაკის გამო ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მისი გატაცება სცადეს. ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ჩირგაძეს ვერსად პოულობს.

"ძალიან ვნერვიულობ იზა ჩირგაძეზე. ეს ის ადამიანია, ვინც გაბედა და ჩვენთან მოვიდა შანტაჟის ფონზეც კი. გუშინ წავიდა სახლში, ბავშვები წაიყვანა და მას შემდეგ ვერსად ვიპოვე. ველაპარაკე სახალხო დამცველსაც, ავუხსენი ვითარება. თუ ვინმემ იცით, რომ კარგადაა პირადში მომწერეთ". - დაწერა ენმ-ის წევრმა, ხატია დეკანოიძემ ფეისბუქზე. 

 

იზა ჩირგაძე ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორად მუშაობდა. მისი თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მისი შეჩერება და წაყვანა მაშინ სცადეს, როცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში არჩევნების გაყალბების სქემის გამოსააშკარავებლად მიდიოდა. 


close დახურვა