logo
ENG



ქუთელია ლავროვის შესაძლო ვიზიტზე:ცალსახა პასუხია, რომ არ უნდა შემოვუშვათ

29 იან 202017:46
3 წუთის საკითხავი
 

ექსპერტები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვის საქართველოში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს პირველ რიგში, მორალური საკითხია.

როგორც ექსპერტი ბათუ ქუთელია მიიჩნევს, ცალსახაა, რომ ლავროვი არ უნდა შემოუშვან საქართველოში.

„ქართული ოცნების მმართველობის პირობებში მოშლილმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ ასეთ მარტივ საკითხებზეც კი, როდესაც ის ადამიანი, რომელიც არის ერთ-ერთი ავტორი ჩვენი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, იმაზეც კი მიდის ბჭობა შემოვუშვათ თუ არა. ცალსახა პასუხია, რომ არ უნდა შემოვუშვათ, მაგრამ სამწუხაროდ, ქართული ოცნება ამას ვერ იტყვის, რადგან თავიდან ბოლომდე რუსეთზე დამოკიდებული გახდნენ“, - აცხადებს ქუთელია.

ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე კი აცხადებს, რომ ყველასთვის გასაგები იქნება თუ ლავროვს ქვეყანაში არ შემოუშვებენ. 

„პირველ რიგში მორალური და პოლიტიკური თემაა, რამდენად გინდა ოკუპირებულ ქვეყანაში შემოიყვანო ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი არქიტექტორია ამ ოკუპაციის, ყველასთვის გასაგები იქნება, რომ საქართველოს ლავროვს შემოსვლაზე უარი უთხრას, არავინ ამაში გაგვამტყუნებს. საკმაოდ გაუგებარი იქნება ქართველი ხალხისთვის რატო უნდა ვცეთ პატივი იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაშლაზე მუშაობს“, - განაცხადა ხარშილაძემ. 

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მაისში ევროსაბჭოს ასამბლეის ფარგლებში ქვეყანა გვერდს აუვლის ეროვნულ კანონმდებლობას და ყველა ქვეყნის დელეგაციას მიიღებს .


close დახურვა