ქურთი მებრძოლები და სირიის სამთავრობო არმია თურქეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, რუსეთთან დადებული მემორანდუმის მიუხედავად, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ჩრდილოეთ სირიაში 3 დასახლებულ პუნქტზე ინტენსიური იერიში მიიტანეს.
ოფიციალურ ანკარას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქურთი მებრძოლების თავდასხმის შედეგად გუშინ 5 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები სირიაში 500-ს სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის. მათი მთავარი ამოცანა ნავთობის საბადოების ტერორისტებისგან დაცვა იქნება.