BBC-ის ცნობით, ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმას ჰამასის მაღალი რანგის თანამდებობის პირი, ეჰაბ ალ-ღუსეინი ემსხვერპლა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) იერიში სკოლის შენობაზე მიიტანეს, სადაც ოთხი ტერორისტი, მათ შორის ალ-ღუსეინი იმალებოდა.
გამოცემის ინფორმაციით, ეჰაბ ალ-ღუსეინი ჰამასის მთავრობაში მაღალ თანამდებობაზე სამი თვის წინ დაინიშნა. მანამდე ის ჰამასის ადმინისტრაციაში შრომის მინისტრის მოადგილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი იყო.
IDF-ის ცნობით, მათ იერიშამდე ზომები მიიღეს, რათა სკოლაში სამოქალაქო პირების დაღუპვის რისკი მინიმუმამდე დაეყვანათ. როგორც ცნობილია, ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში სკოლის შენობის პირველი სართულის ორ საკლასო ოთახზე მიიტანეს.