კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაჯედ ალ-ანსარის განცხადებით, დღეს ღამით ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლების გაცვლის პროცესი შედგება.
მისივე თქმით, მანამდე მძევლების გათავისუფლება გადაიდო, თუმცა "დაბრკოლებები გადაილახა". კატარელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება კატარი-ეგვიპტის კავშირების ფარგლებში შედგა.
"დღეს საღამოს 39 პალესტინელი ქალი და ბავშვი გათავისუფლდებიან 13 ისრაელელი ტყვის სანაცვლოდ", - თქვა ალ-ანსარიმ.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ მძევლების გაცვლა გადაიდო. ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის სამხედრო ფრთა [კასამის ბრიგადა] ამბობდა, რომ შეთანხმების შეწყვეტის 2 მიზეზი ჰქონდათ - "ისრაელმა თავად გადადო მძევლების გათავისუფლება და ასევე, ოფიციალური თელავივი ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარებას არ უშვებდა".