logo
ENG



ღამბაშიძე: სახელმწიფო ვერ არის საკმარისად ძლიერი, რომ თქვას - შეზღუდვა ეხება მრევლსაც

22 მარ 202023:49
3 წუთის საკითხავი
 

ფილოსოფოსმა ლევან ღამბაშიძემ, ქვეყანაში საგანაგებო მდგომარეობის შემოღებისა და შეზღუდვების დაწესების შემდეგ, დღეს, საკვირაო წირვის ჩვეულ რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ის, რომ მრევლის ნაწილი საგანგებო მდგომარეობის წესებს არ იცავს, არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ეკლესიის პასუხისმგებლობაცაა.

„სახელმწიფო ვერ არის საკმარისად ძლიერი, რომ განმარტოს და თქვას - ყველას შეეხება ეს შეზღუდვები, განურჩევლად ინსტიტუციისა, მათ შორის მართლმადიდებელ მრევლს. ეს ვერ გაბედა სახელმწიფომ და ეს გამოიყენა ეკლესიამ. სამწუხაროდ, ამ კრიზისულ მომენტში ისევ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლასთან გვაქვს საქმე. ის ვისაც აკრძალვა ეხებოდა, ვერ აუკრძალა მეორე ინსტიტუციას, რომ საკუთარი წესები შეცვალოს დროებით, სანამ ამას მთელი სახელმწიფო მოითხოვს და არა მხოლოდ მისი მრევლი ან სხვა. მხოლოდ სახელმწიფოს ამ ყველაფერს ვერ დავაბრალებ. აქ უფრო მეტი ეკლესიის პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ლევან ღამბაშიძემ.

 

 


close დახურვა