logo
ENG



ღამით რუსეთი მიკოლაევს თავს დაესხა - არიან დაღუპულები

20 ივლ 202308:34
3 წუთის საკითხავი
 

ღამით ოკუპანტები მიკოლაევს დაესხნენ თავს. შედეგად, 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. არიან დაღუპულები.

მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის და მიკოლაევის მერის ალექსანდრ სენკევიჩის ცნობით, შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, მათგან 5 ბავშვია.

ამ დროისთვის უცნობია დაღუპულთა რაოდენობა

"ერთ-ერთ მისამართზე არის უზარმაზარი კრატერი 3-სართულიან საცხოვრებელ შენობასთან ახლოს. ცეცხლი ძალიან სერიოზულია. გარშემო ბევრი დაზიანებული სახლია.

სხვა მისამართზე რამდენიმე ავტოფარეხია ცეცხლშია. მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ" - განაცხადა სენკევიჩმა.


close დახურვა