ღამით რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა - დაშავდა 5 ადამიანი, დაზიანდა სახლები.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დაშავებულებმა სამედიცინო დახმარება მიიღეს, მათგან სამი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ასევე, კიევის ოლქის ქალაქ ვიშგოროდში მრავალსართულიანი შენობა, ხოლო ბორისპოლის რაიონში საწარმოო ობიექტი და ორი ავტომობილი დაზიანდა.
