logo
ENG



ღარიბაშვილი: 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა გაათავისუფლა ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან

21 თებ 202111:31
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას  ირაკლი ღარიბაშვილმა დროის უმეტესი ნაწილი წინა ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე ლაპარაკს, მათ დისკრედიტაციას დაუთმო. 

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ენმ-ის ხელისუფლებას უზურპატორი, ნეოლობშევიკური რეჟიმი უწოდა, ახსენა ბიძინა ივანიშვილიც და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ამისგან "2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ გაათავისუფლა". 

"მაშინ ჩვენი ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოებში დაბრუნება იყო და ეს მისია ქართველმა ხალხმა წარმატებით შეასრულა. ახლა ჩვენ იმავე ამოცანის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მოქმედებს ეს დამნაშავე ძალა. მათ უარი განაცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე. გამოიგონეს არარსებული გაყალბების მითი, დაიწყეს საბოტაჟი, გამოაცხადეს ბოიკოტი და რადგან ვერ შეძლეს ჩვენი ხელისუფლების შერყევა, დაიწყეს კანონისა და მართლმსაჯულების მიმართ დაუმორჩლებლობა.

დღეს, ზუსტად ისე, როგორც 9 წლის წინ, ეს ძალა გასულია საკონსტიტუციო წესრიგიდან. დღეს, 21-ე საუკუნის შულავერის კომიტეტი, ზუსტად ისევე, როგორც 100 წლის წინ, ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს". - თქვა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა.  

მისივე თქმით, აქვს დეჟა ვუ - ღარიბაშვილმა ენმ-ის ხელისუფლება სერგო ორჯონიკიძეს შეადარა და თქვა, რომ ქართველმა ხალხმა ორჯერ ნახა საქართველოს ტერიტორიების გასხვისება. 

21 თებერვალი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეა. 

100 წლის წინ ამ დღეს, 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა


close დახურვა