logo
ENG



ღარიბაშვილი: 2022 წლის იანვრიდან დავიწყებთ საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად

09 აგვ 202111:12
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. 

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, ანაზღაურების გაზრდა აუცილებელია, რადგან საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები მოტივაციას ვეღარ ხედავენ. 

მისივე თქმით, მერების შემთხვევაში ხელფასების გაორმაგებაა დაგეგმილი.

"მერების ხელფასები მაგალითისთვის შეადგენს დაახლოებით 1800-2000 ლარს. აბსოლუტურად ამოვარდნილია, საერთოდ შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით ლოკალურ გადაწყვეტილებებს სამინისტროების დონეზე. ერთიანი ხედვა მთავრობას არ წარუდგენია.

2022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად. ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას საჯარო სექტორთან. მერების ხელფასების პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი. წარმოუდგენელია მართლაც მერმა იმუშაოს 2 000 ლარად და ემსახუროს მაგალითად ქუთაისს, ბათუმს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 


close დახურვა