პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილზე აღარ ილაპარაკებს.
ის თანაგუნდელებსაც იმავესკენ მოუწოდებს.
"არჩევნების შემდეგ მე და ჩვენი გუნდის წევრებს მინდა ვთხოვო, რომ აღარ გავაკეთებთ სააკაშვილზე კომენტარს", - თქვა მან.
ჟურნალისტის კითხვას, არჩევნებამდე რატომ აკეთებს სააკაშვილზე კომენტარს, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ "არჩევნებია და მოსახლეობას უნდა შეახსენოს რეალობა - მჩაგვრელი, მწამებელი და მკვლელი სააკაშვილის მძიმე საქმიანობა".