logo
ENG



ღარიბაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ მთელი ქვეყნის მასტერპლანზე, ანუ გენგეგმაზე

12 დეკ 202214:57
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ მთელი ქვეყნის მასტერპლანზე, ანუ გენგეგმაზე

თბილისის მერიასთან ერთად ვმუშაობთ ახალ ორ-სამ მსხვილ პროექტზე, რომელსაც რამდენიმე კვირაში, ალბათ, მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას. ასევე, ვმუშაობთ აქტიურად ჩვენ მთელი ქვეყნის მასტერპლანზე, ანუ გენგეგმაზე. აუცილებელია, დაიგეგმოს მთელი ქვეყანა, რომ აღარ იყოს ქაოტური განვითარება.

ჩვენ ყველა ქალაქის გენგეგმას გავამზადებთ, გვინდა, ჩამოვიყვანოთ მაგარი კომპანიები, ყველაზე წარმატებული უცხოური, ევროპული კომპანიები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს, ქართულ კომპანიებთან ერთად და დაიდება, ერთხელ და სამუდამოდ, მთელი ქვეყნის განვითარების გეგმა.


close დახურვა