logo
ENG



ღარიბაშვილი: აქცენტი ხალხის პრობლემებზე უნდა იყოს მიმართული და არა პოლიტიკურ კინკლაობაზე

04 მარ 202111:03
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/04/rczx384cdmzsk1t.jpg
საქართველოს პარლამენტი

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო კომისიას, რომელიც ეკონომიკური განვითარების გეგმაზე იმუშავებს, მთავრობის სხდომაზე დღეს დაამტკიცებენ.

როგორც მან სხდომის დაწყებამდე ისაუბრა, პირველი დოკუმენტი მზად მაისის ბოლოს იქნება.

"დღეს ჩვენ დავამტკიცებთ საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც იმუშავებს უახლოესი სამი თვის განმავლობაში აღნიშნული ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს წარმოადგენს მაისის ბოლოს. კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ ყველა ის დაინტერესებული პირები, როგორიც არის კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, მოვიწვევთ მაღალი დონის ექსპერტებს, მივმართავთ პარლამენტს თხოვნით, რომ შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები ჩაერთონ აღნიშნული კომისიის მუშაობაში. ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად, თითოეული დარგის მიმართულებით დაიდოს კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების გეგმა", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს და მთავრობის აქცენტი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე უნდა იყოს მიმართული და არა "პოლიტიკურ კინკლაობაზე".

"ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს, წლების განმავლობაში დაგროვებული, ეს არის ყველა მიმართულებით არსებული გამოწვევები და ერთიანი ძალისხმევით, ძალიან სწრაფად, შემდგომი წლების განმავლობაში ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობაზე და ურთიერთდაპირისპირებაზე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.


close დახურვა