logo
ENG



ღარიბაშვილი: ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო, თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს

30 სექ 202111:41
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო, თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ჩამოსვლის შემთხვევაში, ყოფილ პრემიერმინისტრს, მიხეილ სააკაშვილს დააკავებენ.

"ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო, თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ. სხვა რა გითხრათ?" - თქვა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

პრემიერი ასევე ამბობს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება არ დაუანონსებია და დაპირისპირების დაანონსებაში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს.

"სამოქალაქო დაპირისპირება დააანონსეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა,როცა თქვეს, რომ ხელს შეუშლიან სააკაშვილის დაკავებას. მე, ზოგადად, ვთქვი, რომ ოპოზიციას არ შეუძლია საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც კი. პიკის დროს, როცაა კულმინაციური მომენტი იყო ივლისის თვეში, მათ 5 ათასზე მეტი მხარდამჭერის მობილიზება ვერ შეძლეს. ამის საპასუხოდ მე ვთქვით, რომ ქართულ ოცნებას მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია ერთ საათში და მინიმუმ 100 ათასი ჩვენი მხარდამჭერის მშვიდობიანი დემონსტრაცია შეგვიძლია განვახორციელოთ. სააკაშვილს არ სჭირდება 100 ათასი კაცი, სააკაშვილს სჭირდება ათი გამოცდილი პოლიციელი, რომელიც მას დააკავებს", - განაცხადა პრემიერმა.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში 2 ოქტომბერს ჩამოსვლის შესახებ განაცხადა და კიევი-თბილისის რეისზე ბილეთიც გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა გასამართლებული: სანდრო გირგვლიანის საქმე - პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეიწყალა.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში.

სააკაშვილი ფიგურირებს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

 


close დახურვა