ირაკლი ღარიბაშვილი გლასგოში კლიმატის ცვლილების კონფერენციას პირველად დაესწრო.
პრემიერმინისტრი ტვიტერზე წერს, რომ ვიზიტით აღფრთოვანებულია და საზოგადოებას მოუწოდებს უფრო მწვანე გახდეს.
"აღფრთოვანებული ვარ ჩემი დამწყები ვიზიტით გლასგოში კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე. ჩვენ ერთად უნდა ავმაღლდეთ იმ გამოწვევებისთვის, რის წინაშეც კლიმატის ცვლილება გვაყენებს და ჩვენ ვალდებულები ვართ, გავზარდოთ ჩვენი ჩართულობა უფრო მწვანე, პროდუქტიული და მოქნილი საზოგადოების შესაქმნელად" , - წერს ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერზე.
Delighted to commence my visit to #Glasgow for the @UN #COP26. Together, we must rise to the challenges presented by the #climate #change and increase our commitment to developing more greener, productive, and resilient societies.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ.