logo
ENG



ღარიბაშვილი: ვუჩიჩთან ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა

18 იან 202319:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/18/mseafiv6i131f65.jpg

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდ ვუჩიჩს შეხვდა.

ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს, რომ სერბეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის პატივი მქონდა დღეს. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის არსებული დინამიური თანამშრომლობა, ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები", - წერს ღარიბაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის საკითხებს.

 


close დახურვა