logo
ENG



ღარიბაშვილი: მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა, არავის მივცემთ უფლებას მოაწყოს პროვოკაცია

16 აპრ 202214:35
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პროვოკაციის მოწყობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს კონკრეტული ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში ის საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

"არაკეთილის მოსურნე მტრულად განწყობილი, პროვოკატორი და ა.შ. შესაძლოა იყოს ძალიან ბევრი ადამიანი. მაგრამ, ერთი რამ მინდა იცოდეს ყველმა, სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე, ჩვენ არავის არავის მივცემთ უფლებას მოაწყოს პროვოკაცია, ქვეყნის შიგნით. ჩვენ ყველა მოქალაქეს დავიცავთ, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას. ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს კონკრეტული ინფორმაციები, როცა საჭირო იქნება, თუ ჩათვლიან საჭიროდ, მხოლოდ ამის შემდეგ გეცოდინებათ თქვენ", - თქვა ღარიბაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ უკრაინაში"პროვოკაციების მოწყობის საქმეზე" გამოძიება დაიწყო. უწყებაში ფორმულას უთხრეს, რომ მათ გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს. 

"გამოძიება 325-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაა დაწყებული, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.

გარდა ამისა, უწყების მიერ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა უკრაინელ კოლეგებს", - აცხადებენ სუს-ში. 

მანამდე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იმიტომ არ არიან, რომ "გარკვეულ პროვოკაციებს" გეგმავენ.


close დახურვა