logo
ENG



ღარიბაშვილი: ნაციონალური მოძრაობა რევოლუციაზე მხოლოდ ოცნებობს, რადგან ამის თავიც არ აქვთ

26 აგვ 202116:40
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: ნაციონალური მოძრაობა რევოლუციაზე მხოლოდ ოცნებობს, რადგან ამის თავიც არ აქვთ

ნაციონალური მოძრაობა არის აბსოლუტურად გაკოტრებული, დეგრადირებული ძალა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციაზე ოცნებობს. ახლა უკვე ოცნებობს, იმიტომ, რომ მაგის თავიც არ აქვთ. ამის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ მიიღეს ის, რაც მიიღეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, სასტიკად მარცხდებიან ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ამის გარანტიას ვიძლევი.


close დახურვა