საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ორი არჩევანი აქვთ.
პრემიერის თქმით, მათ შეუძლიათ, "შევიდნენ პარლამენტში ან მარგინალიზაციის გზით სიარული განაგრძონ".
"მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ოპოზიციას დღეს დარჩა სულ რაღაც ორი არჩევანი. ერთი - რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი და ეს მასკარადი, არაპროდუქტიული ქმედებები და მეორე - თუ ისინი გააგრძელებენ კვლავ დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.