პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ორ კვირაში საქართველოში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა. ეს ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა.
"ორ კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა. ჩვენ დავიწყებთ ძალიან ინტენსიურ ვაქცინაციის პროცესს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.
ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო.
3 აპრილს საქართველომ ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა მიიღო, შემდეგ კი შემოვიდა სინოვაკის ვაქცინაც.
სინოვაკით ვაქცინაცია 24 მაისს დაიწყო.