პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას მოეწერება ხელი, რომლის ფარგლებშიც საქართველო შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, თანხა პანდემიით დაზარალებულ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს მოხმარდება.
"პროექტი ითვალისწინებს სწრაფი გადახდების ახალი, ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობისთვის ძალიან კარგი, ეფექტური საშუალება, რასაც ეროვნული ბანკი განახორციელებს.
ჩვენთვის, მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და რა თქმა უნდა, დამატებით სხვა მასტიმულირებელ მექანიზმებს შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ უახლოეს მომავალში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, პროექტის ზედამხედველობას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" განახორციელებს.