logo
ENG



ღარიბაშვილი: პენსიონერი, რომელიც ვაქცინას გაიკეთებს, 200 ლარს მიიღებს

08 ნოე 202114:02
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: პენსიონერი, რომელიც ვაქცინას გაიკეთებს, 200 ლარს მიიღებს

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პენსიონერი, რომელიც პირველ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, 200 ლარს მიიღებს.

მისი თქმით, ერთჯერადი დანამატი პირველი დოზის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

"დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ", - თქვა ღარიაბაშვილმა.

მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ ვინც უკვე აიცრა, ისინი დანამატს ვერ მიიღებენ.


close დახურვა