logo
ENG



ღარიბაშვილი: პოლიტიკურად ანაგაჟირებულ სამხედროებს თავის ადგილს მიუჩენთ

12 ივნ 202016:45
3 წუთის საკითხავი
 
5akwm2ainl2o0tc.png

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დეპუტატების კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ის ქართულ ჯარში არ დაუშვებს, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას.

ღარიბაშვილის თქმით, ჯარში სამხედროების 99% აპოლიტიკურია.

„პრეზიდენტის მიმართ გაისმა დაუსაბუთებელი ცილისწამება. საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს, ქალბაოტნი სალომეს არჩევის შემთხვევაში, ჩვენი გმირი ჯარისკაცების გასამართლება მოხდებოდა. გავიდა მას შემდეგ ორი წელი და არავითარი, არც მოხდება ეს, სანამ ჩვენი მთავრობა არის ხელისუფლებაში. უფრო მეტიც, ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯი აძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. გენერალი ჭანკოტაძე, ძალიან სამწუხაროა, რომ მან სამხედრო ფორმით გააკეთა პოლიტიკური განცხადებები, ეს იყო ჯარის პოლიტიზირების მცდელობა.

ჩვენ ასეთი ინსტიტუტების, როგორიცაა ჯარი, პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა (პოლიტიზირება) დავასრულეთ 2012 წელს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ დავუშვებთ ჯარის და ჯარისკაცების პოლიტიზირებას, ჯარი არც ერთი პარტიისა და არც ერთი პოლიტიკური ხელმძღვანელობის კუთვნილება არაა, ჯარი არის ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე. მე როგორც თავდაცვის მინისტრი, არ დავუშვებ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას ქართულ ჯარში. აღნიშნულის შემთხვევაში ჩემი რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი, როგორიცაა კანონით განსაზღვრული. ჩვენი სამხედროების 99% აპოლიტიკურები არიან. თუ 1% თუ 0.1% არის პოლიტიკურად ანგაჟირებულია მათ სათანადო ადგილს მივუჩენთ კანონის ფარგლებში.

როცა მივედი ვთქვი სამინისტროში, რომ ჯარში მე არ შემომაქვს არანაირი პოლიტიკური ინტერესი, მიუხედავად იმისა, ახლაც ვარ პარტიის გენერალური მდივანი. რომ ვერც ერთ პრეცენდენტს ვერ დამისახელებენ ჩვენი ოპონენტები, დესტრუქციული ძალა, ანტიეროვნული ძალები, რომლებიც ცდილობენ ყველას და ყველაფრის წაბილწვასა და პოლიტიზირებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


close დახურვა