logo
ENG



ღარიბაშვილი: პროდუქტიული შეხვედრა მქონდა მიშელთან, ვაგრძელებთ ურთიერთობების განმტკიცებას

25 აპრ 202316:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/25/1qnywqef2op6opn.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

"პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან. ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობების განმტკიცებას. საქართველო მზადაა ბოლომდე შეასრულოს 12 რეკომენდაცია და ის წელს კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ერთად საქართველო და ევროკავშირი ხელს შეუწყობენ რეგიონში მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას", - წერს ღარიბაშვილი.


close დახურვა