logo
ENG



ღარიბაშვილი: რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა ბოლო 30 წელია

30 აპრ 202214:14
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა ბოლო 30 წელია

მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და ჩვენ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, იცით, რომ მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა ბოლო 30 წელია. ნგრევა, ჩვენივე ხელით ვანგრევდით ჩვენს ქვეყანას. მათ შორის, ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, მოღალატე, გამყიდველი პოლიტიკოსები, რომელმაც დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და დაკარგეს ტერიტორიები, დღესაც მავნებლობენ. ჩვენი ხელით დავშალეთ ყველა სისტემა: ქარხნები, წარმოებები, ინდუსტრიები, ყველაფერი ჩვენ თვითონ მოვსპეთ. მათ შორის, განათლების სისტემა, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიიღო. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, აქტიური მუშაობა. ვმუშაობთ, განათლების მინისტრი ძალიან აქტიურად მუშაობს.


close დახურვა